Belive

პსჟ-მ კვარას შემცვლელზე მუშაობა დაიწყო | ტრანსფერი ზამთარში შედგება

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმამ და სეზონის ნაადრევად დასრულებამ პსჟ-ს ხელმძღვანელობა იძულებული გახადა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიური ძიება დაეწყო.

ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ამ პოზიციაზე პარიზულ გრანდს ნომინალურად მხოლოდ ერთი შემტევი, ზაფხულში გუნდში მოსული მიკა გოდტსი ჰყავს. კლუბს სასწრაფოდ სჭირდება მაღალი დონის ალტერნატივა, რათა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში სიღრმე შეინარჩუნოს.

ფრანგული პრესის ცნობით, პსჟ-ს მთავარი სამიზნე ამ პოზიციაზე იბრაჰიმ მაზაა. პარიზული კლუბი აქტიურად ემზადება ოფიციალური წინადადების შესათავაზებლად და მოსალოდნელია, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად პირველადი შეთავაზება სულ მცირე 50 მილიონი ევრო იქნება. ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ქართველი ლიდერის არყოფნას ახალგაზრდა ტალანტით შეავსებს.

იბრაჰიმ მაზა 20 წლის ალჟირელი ფეხბურთელია, რომელიც 2025 წლიდან ლევერკუზენის ღირსებას იცავს, მას გერმანულ კლუბში 34 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 5 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები