მოურინიომ გუშინდელი გამარჯვებით, ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
გუშინ, "ელ კლასიკოში", რეალმა ბარსელონა 2:1 დაამარცხა. ჟოზე მოურინიოსთვის, ეს გამარჯვება ისტორიული მნიშვნელობის გამოდგა. პორტუგალიელი სპეციალისტი, რეალის ისტორიაში, რიგით მესამე მწვრთნელი გახდა, რომელსაც ბარსელონას წინააღმდეგ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. ეს ფაქტი განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ მოურინიომ "სამეფო კლუბს" ბარსელონას წინააღმდეგ, ბოლოს, 13 წლის წინ უხელმძღვანელა.
ბარსელონასთან ბოლო ექვს შეხვედრაში მოურინიოს ოთხი გამარჯვება და ორი ფრე აქვს. ამ შედეგით, მან მიგელ მუნიოსისა და ვისენტე დელ ბოსკეს მიღწევა გაიმეორა - მუნიოსმა ეს სერია 1962/65 წლებში დააფიქსირა, დელ ბოსკემ კი - 2001/03 წლებში. რეალისთვის, ეს გამარჯვება, ბარსელონასთან ბოლო რვა შეხვედრაში, მხოლოდ მეორე იყო, თუმცა მოურინიოს დაბრუნებამ მოქმედ ჩემპიონზე კვლავ დიდი კვალი დატოვა.
გარდა ამისა, გუშინდელი გამარჯვებით, ლა ლიგაში, ბარსელონას ცხრამატჩიანი წაუგებელი სერიაც შეწყდა. რეალმა, პრინციპულ მეტოქესთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებით, "ბლანკოსს", 24 ქულა დაუგროვდა და პირველადგილოსან ბარსელონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. მეორეადგილოსან ატლეტიკოს კი, ერთით.
🚨 JOSÉ MOURINHO 🇵🇹 RESTE INVAINCU SUR SES 6 DERNIERS CLÁSICOS AVEC LE REAL MADRID ! 🤍
— Actu Foot (@ActuFoot_) October 25, 2026
✅ 4 victoires
🤝 2 nuls
Une première pour un entraîneur madrilène depuis Vicente del Bosque, invaincu pendant 7 Clásicos entre 2001 et 2003.
📊 @Statsdufoot pic.twitter.com/7W5PNPRJIL