იკერ კასილასი: "ყოჩაღ ჟოზე მოურინიოს - ეს მისი გამარჯვება იყო"
„ელ კლასიკოში“ რეალის გამარჯვებას სოციალურ ქსელებში მრავალგვარი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი იკერ კასილასის რეაქცია აღმოჩნდა.
ლეგენდარულმა მეკარემ მადრიდელთა წარმატების შემდეგ საკუთარ „ტვიტერზე“ (X) პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მადრიდის რეალი და ჟოზე მოურინიო შეაქო.
Hay @LaLiga ! 🔝
— Iker Casillas (@IkerCasillas) October 25, 2026
Muy bien el @realmadrid . Planteamiento muy bueno de Mourinho.
'სეზონში მოსაგები კიდევ ბევრი თამაშია. რეალმა შესანიშნავად ითამაშა. ჟოზე მოურინიოს ტაქტიკა კი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. ყოჩაღ რეალს და ბრავო ჟოზე მოურინიოს". - დაწერა მადრიდული კლუბის ყოფილმა კაპიტანმა.
კასილასის ამ განცხადებამ სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანის გაკვირკვება გამოიწვია, რადგან ჟოზე მოურინიოსა და იკერ კასილასს წარსულში, კლუბში ერთად მუშაობის პერიოდში, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. პორტუგალიელი მწვრთნელის რეალში ყოფნის დროს გუნდში ნამდვილი ქაოსი იყო - მწვრთნელსა და მეკარეს შორის დაპირისპირება მაშინ გამწვავდა, როდესაც მოურინიომ კასილასს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაუკარგა და ის სათადარიგოთა სკამზე დასვა. სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა იმან, რომ იკერს გუნდის შიდა სამზარეულოდან ინფორმაციის გაჟონვაში (პრესასთან კონტაქტის გამო) ადანაშაულებდნენ, რამაც კლუბში ცუდი და დაძაბული სიტუაცია შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მათი ურთიერთობა დაძაბული იყო, როგორც ჩანს, წლებმა წყენა წარსულს ჩააბარა და ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც საყვარელ გუნდს შორიდან ადევნებს თვალს, დღეს უკვე ღიად აფასებს თავისი ყოფილი დამრიგებლის წარმატებას.