რონალდუ საუდის არაბეთის ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გულშემატკივართა ვერსიით, საუდის არაბეთის პრო ლიგის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. კრიშტიანუმ სულ 30 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 15-ში საუკეთესოდ დაასახელეს.
რონალდუ სეზონის საუკეთესო გოლის ავტორიცაა - ალ ნასრის სუპერვარსკვლავმა 27-ე ტურში ალ რიადს ულამაზესი გოლი გაუტანა, რომელმაც გამოკითხვაში ხმების 19% მიიღო.
40 წლის ფეხბურთელმა ალ ნასრთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. პორტუგალიელი ხელფასის სახით სეზონში 200 მილიონ ევროს მიიღებს.
NEVER. IN. DOUBT 👌
— Roshn Saudi League (@SPL_EN) July 16, 2025
THAT @Cristiano screamer was voted the 2024-25 Roshn Saudi League Goal Of The Season 🚀#FansChoiceAwards pic.twitter.com/3HPqKBTWmv