რონალდუს გარეშე | პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რობერტო მარტინესმა, ამხანაგური მატჩებისთვის პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ - მიზეზად ტრავმა სახელდება, რომელიც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დაახლოებით 1 თვის წინ მიიღო.
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის
მეკარეები - დიოგო კოშტა, ჟოზე სა, რუი სილვა
მცველები - მატეუს ნუნიესი, დიოგო დალო, ჟოაუ კანსელუ, ნუნო მენდეში, გონსალო ინასიო, რენატო ვეიგა, ანტონიო სილვა, ტომას არაუხო
ნახევარდაცვა - რუბენ ნევეში, სამუ კოსტა, მატეუს ფერნანდესი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ბრუნო ფერნანდეში.
თავდასხმა - როდრიგო მორა, რიკარდო ჰორტა, პედრო გონსალვეში, ფრანცისკო ტრინკაუ, ფრანცისკო კონსეინსაუ, პედრო ნეტო, რაფაელ ლეაო, გონსალო გედეში, გონსალო რამოში.
პორტუგალიის ნაკრები მარტში მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. პირველი თამაში 29 მარტს მექსიკის წინააღმდეგ შედგება, 1 აპრილს კი აშშ-ს დაუპირისპირდებიან.
ასევე მესამე ამხანაგურ მატჩს, პორტუგალიის ნაკრები 6 ივნისს, ჩილეს ეთამაშება, შემდეგ კი წინ მუნდიალია.