Belive

ჟორჟე ჟეზუში: ,,პორტუგალიაში არ ვიცით, როგორ დავაფასოთ კრიშტიანუ რონალდუ''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟორჟე ჟეზუშმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ალ ნასრის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

,,რონალდუსთან ერთად მუშაობა უნიკალური სპორტული გამოწვევაა. მისი ბიოლოგიური ასაკიც კი განსხვავებულია, სწორედ ამიტომ თამაშობს 40 წლის ასაკში ასე. ფეხბურთს მიღმა ორივენი ერთნაირად ვფიქრობთ. მე 70 წლის ვარ, მაგრამ ამას მენტალურად და ფიზიკურად ვერ ვგრძნობ.

კრიშტიანუ ყველაზე დიდი ადამიანური მაგალითია, თუმცა პორტუგალიაში ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ უნდა დავაფასოთ ის. რონალდუ ფეხბურთის საზღვრებს სცდება...'' - ჟორჟე ჟეზუში

გასულ სეზონში რონალდუმ ალ ნასრის მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

არაბული გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებას 30 ივლისს, ტულუზასთან ამხანაგური მატჩით იწყებს.

სხვა სტატიები