რონალდო ნაზარიო: "თუ ფეხბურთი მესმის, ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს"
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მარტში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში ვერ მოხვდა ნეიმარი, რომელზეც ბრაზილიურ მედიაში იწერებოდა, რომ ანჩელოტი მის გამოძახებას აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
ნეიმარის ნაკრებში არ გამოძახების შესახებ, რონალდო ნაზარიომ ისაუბრა.
"ამხანაგური მატჩებისთვის არ გამოძახება კიდევ მესმის, მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ ნეიმარი მსოფლიოზე წასვლას არ იმსახურებს.
ბოლო დროს ნეიმარს რამდენიმე სერიოზული ტრავმა აწუხებს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსაძახებლად მისი კარგად ცოდნა არ არის საჭირო. ბევრი ფეხბურთელია, რომელთა გამოძახებაც შეიძლება. თუ ის კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნება, ჩემი საფეხბურთო ცოდნით, ნეიმარი ყველა ვარიანტში უნდა მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე..." - რონალდო
ბრაზილიის ნაკრები 27 მარტს საფრანგეთს შეხვდება, 31-ში ღამით კი - ხორვატიას.
მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ბრაზილიის ნაკრების მეტოქეები: მაროკო, ჰაიტი და შოტლანდია იქნებიან.