რაფა ლეაუ: "გოგოებო მუნდიალი მორჩა, ახლა შეწყვიტეთ იმის მოჩვენება, თითქოს ფეხბურთი გესმით"
პორტუგალიის ნაკრებისა და მილანის თავდამსხმელმა, რაფაელ ლეაუმ სოციალურ ქსელში ძალიან უცნაური პოსტი გამოაქვეყნა.
რაფა ლეაუს სთორი 'Instagram'-ზე
„გოგოებო, მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ახლა შეგიძლიათ შეწყვიტოთ იმის მოჩვენება, თითქოს ფეხბურთი გესმით.“ - რაფა ლეაუ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლეაომ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა. თუმცა, პორტუგალიის ნაკრებისთვის ტურნირი წარმატებული ვერ გამოდგა. გუნდმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და 1/8-ფინალურ ეტაპზე ესპანეთთან მინიმალური ანგარიშით (0:1) მარცხის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას.
ლეაოს ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა. მისი საქციელის უკან რამდენიმე მიზეზი იკვეთება:
ტურნირის მაყურებლების გაშარჟება: მსოფლიო ჩემპიონატს ხშირად ადევნებს თვალს ისეთი აუდიტორია, რომელიც ყოველდღიურ საკლუბო ფეხბურთს არ უყურებს. ლეაომ სცადა იუმორით/დაცინვით მიეთითებინა იმაზე, რომ ტურნირის დასრულებასთან ერთად „დროებითი გულშემატკივრების“ აქტიურობაც დასრულდა.
წარუმატებელი ხუმრობა: ფეხბურთელმა მოგვიანებით პოსტი წაშალა და დაწერა, რომ ხალხს „ინსტაგრამის პოსტი ასე სერიოზულად არ უნდა მიეღო“. როგორც ჩანს, მან თავისი ვიწრო სამეგობრო წრისთვის განკუთვნილი უხეში ხუმრობა საჯაროდ გამოიტანა, რაც სექსისტურ კონტექსტში აღიქმებოდა.
ფაქტია, რომ რაფა ლეაუმ მიზანში კონკრეტული ადამიანები ამოიღო, თუმცა მისგან ოფიციალური განცხადება არ გვინახავს, თუ რატომ გადაწყვიტა ასეთი წარუმატებელი ხუმრობის დაწერა სოციალურ ქსელში.
ასევე ცნობილი ხდება, რომ 25 წლის პორტუგალიელი მილანს რამდენიმე დღეში ოფიციალურად დატოვებს და იგი კარიერას თურქეთში, კერძოდ კი გალათასარაიში გააგრძელებს.