ოფიციალურად | ჰარი კეინმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და რეალისთვის მზად იქნება
ჩემპიონთა ლიგა გადამწვეტ ფაზაში შედის და წინ 1/4-ფინალური დაპირისპირებებია, სადაც ძალიან კარგი და დაძაბული შეხვედრების მოლოდინია.
ერთ-ერთი მთავარი მატჩი მადრიდში შედგება, სადაც 'სამეფო კლუბი' მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.
საინტერესო სიახლე გერმანელთა ბანაკში - უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ბევრი კითხვის ნიშანი იყო იმის შესახებ, ითამაშებდა თუ არა ამ დაპირისპირებაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ჰარი კეინი.
საბოლოოდ ინფორმაცია დადასტურდა, რომ 32 წლის ინგლისელმა ფორვარდმა კოჭის ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალთან დაპირისპირებისთვის მზად იქნება და იგი სათამაშო დროს მიიღებს.
Harry Kane a travaillé individuellement à la Säbener Straße tout le week-end. Il est prévu qu'il participe à l'entraînement aujourd’hui. Un optimisme prudent règne quant à une titularisation au Bernabéu dans les rangs bavarois. Une décision sera prise peu avant le match. /… pic.twitter.com/jxPZNTXfH8
— Media Bayern France (@MediaBayernFR) April 6, 2026
ჰარი კეინმა, ბუნდესლიგის ბოლო ტური ტრავმის გამო გამოტოვა, სადაც ბაიერნმა დრამატულ მატჩში 2:0-დან 2:3 გაიმარჯვა და ჩემპიონთალიგურ დაპირისპირებას კარგ ხასიათზე შეხვდება.
აქვე იმას შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლის გატანა შეძლო, რაც მეორე საუკეთესო შედეგია (13 მბაპე, 10 გორდონი).
რეალისა და ბაიერნის მატჩი 7 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.