რონალდუს შედეგი გაიმეორა | ბრუნო ფერნანდეშის ბრწყინვალე მიღწევა
მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი, ბრუნო ფერნანდეში პრემიერ ლიგაში საგოლე მოქმედებების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდოს გაუთანაბრდა.
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩში მანჩესტერ იუნაიტედმა ბრენტფორდს (2:1) აჯობა. ბრუნო ფერნანდეშმა ამ მატჩში საგოლე პასი გააკეთა, რომლისთვისაც ეს პრემიერ ლიგის ამ სეზონში მე-19 შედეგიანი გადაცემაა. ამასთან ერთად, პორტუგალიელ ფეხბურთელს 8 გოლი აქვს გატანილი.
31 წლის ფეხბურთელს ამ მატჩის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 140 საგოლე მოქმედება დაუგროვდა, რა მაჩვენებლითაც თანამემამულე, 5 ოქროს ბურთის მფლობელ კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა. 41 წლის ლეგენდამ 103 გოლი გაიტანა და 37 საგოლე პასი გააკეთა.
ბრუნომ ასევე პრემიერ ლიგის ერთ სეზონში გაკეთებული საგოლე გადაცემების რაოდენობით, მესუთ იოზილის შედეგი გაიმეორა და ტიერი ანრის და კევინ დე ბრუინის შედეგამდე 1 პასი აშორებს.
მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგაში 34 ტურის შემდეგ დაგროვებული 61 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და შემდეგი თამაში 3 მაისს, ლივერპულთან უნდა გამართოს.