"ყველაფერი განათლებაზე და მწვრთნელის სპეციალობაზეა დამოკიდებული" - ლემანი
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა იულიან ნაგელსმანი გააკრიტიკა. მისი თქმით, ახალგაზრდა სპეციალისტი სათამაშო გამოცდილების ნაკლებობას განიცდის, რადგან ის ფეხბურთელი არასდროს ყოფილა.
ყველაფერი განათლებაზე და მწვრთნელის სპეციალობაზეა დამოკიდებული. შეხედეთ დღეს მწვრთნელებს, ნაგელსმანი მოთამაშე არასდროს ყოფილა. მისი დამხმარე მწვრთნელების სახელებიც კი არ ვიცი. ჩვენ ფანტასტიკური მენეჯერები გვყავდა: ბეკენბაუერი, რუდი ფიოლერი, იურგენ კლისმანი, ბერტი ფოგსტი. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ნაგელსმანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთი არ უთამაშია. ჩვენ გვყავს სპეციალისტები, რომელსაც დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ. ამ დროს კი, დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა წარმატება და პროგრესი გსურს, დეტალები ამის გასაღებია. როდესაც დეტალებზე არავინ გელაპარაკება, მაშინ ყოველთვის მეორე იქნები. - ამბობს იენს ლემანი
"Nagelsmann was the first one in 30-40 years who never played himself and neither did his staff."@jenslehmann believes Julian Nagelsmann lacks the playing experience to be a great head coach for Germany 🇩🇪 pic.twitter.com/72n2KZQiXl
— CBS Sports Golazo ⚽️ (@CBSSportsGolazo) June 30, 2026
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მუნდიალის ასპარეზობას გამოეთიშა. ნაგელსმანის გუნდმა შეხვედრა პარაგვაისთან პენალტების სერიაში დათმო.