Belive

რომა და ინტერი ლუკაკუს გამო დაჯარიმდებიან

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის მატჩში "ინტერმა" "რომას" საშინაო არენაზე - 3:0 აჯობა.

შეხვედრაში არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, როცა მილანელთა ყოფილ და რომალეთა ამჟამინდელ თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს გულშემატკივარმა შეურაცხყოფა მიაყენა.

კონკრეტულად, ბელგიელი ფორვარდის მისამართით "ინტერის" ქომაგებმა სასტვენები გამოიყენეს და მას ობსტრუქცია მოუწყვეს. როგორც ირკვევა, გულშემატკივრები სპეციალურად ათი ათასობით სასტვენით იყვნენ შეიარაღებულნი. ამის გამო, "ინტერნაციონალეს" 5 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება "რომას", მათ 3 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ, ეს კი მატჩის მსვლელობისას, მეორე ტაიმის დაწყების 3 წუთის განმავლობაში გაჭიმვის გამო მოხდება.

რომალუ ლუკაკუ "ინტერში" პირველად 2019-21 წლებში თამაშობდა, წინა სეზონი კი იჯარის წესით ლონდონის "ჩელსიდან" გაატარა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, 30 წლის ფორვარდს კონტრაქტი კვლავაც ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდთან აკავშირებს, "ჯალოროსოს" მაისურს კი "არისტოკრატებიდან" განათხოვრების გამო ირგებს. რომელუ ლუკაკუს "ინტერთან" ერთად იტალიის სერია A და ქვეყნის სუპერ თასი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები