ბოდო გლიმტის მწვრთნელი: "საშუალო დონის თამაში ჩავატარეთ - გაცილებით მეტი შეგვიძლია..."
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში ბოდო გლიმტმა ინტერს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ამ ფაქტისთვის შეიძლებოდა სენსაცია გვეწოდებინა 2 თვის წინ, თუმცა თუ ბოდო გლიმტის ბოლო ჩემპიონთალიგურ მატჩებს თვალს გადავავლებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს დიდი სენსაცია არ ყოფილა.
ბოდო გლიმტის ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა - იეტილ კნუტსენმა, ინტერთან გამარჯვების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ჩვენი თამაშის ხარისხი არ იყო ისეთი, როგორსაც ჩემი გუნდისგან ველოდებოდი.
ვფიქრობ, დღეს ცოტა გაგვიმართლა. ნამდვილად ეფექტურები ვიყავით, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის საშუალო დონის თამაში გახლდათ. შედეგი კარგი გამოვიდა, მაგრამ თავად დონე საშუალო იყო.
ჰიოგი ნამდვილად კარგია და დაცვაში ბევრს გვეხმარება. ის აკონტროლებს ბურთს, ბევრ დუელს იგებს. ის სამივე გოლში მონაწილეობდა. შესანიშნავი ბიჭია.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მილანში ძალიან რთული მატჩი გველის..." - იეტილ კნუტსენი
შეგახსენებთ, რომ ბოდო გლიმტს 2026 წელს მხოლოდ 3 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან სამივე ჩემპიონთა ლიგაზე და სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგეს - სიტისთან, ატლეტიკოსთან და ახლა უკვე ინტერთანაც.
ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ნორვეგიის ჩემპიონატის ახალი სეზონი 14 მარტს დაიწყება და იქამდე ნორვეგიული კლუბები ისვენებ.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ სამშაბათს, მილანში გაიმართება და გადაწყდება, თუ ვინ მოიპოვებს 1/8-ფინალურ საგზურს.