ჰარი კეინი ბაიერნთან კონტრაქტს 2029 წლის ჩათვლით გაახანგრძლივებს
ბაიერნი 33 წლის ინგლისელ თავდამსხმელთან, ჰარი კეინთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს. ბრიტანული გამოცემა 'The Times'-ის ცნობით, გერმანული გრანდი არ გეგმავს ფორვარდის გაყიდვას და მასთან მოლაპარაკებებს ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელებაზე ამ კვირაშივე დაიწყებს, როდესაც ფეხბურთელი შვებულებიდან გუნდს შეურთდება.
მიუხედავად იმისა, რომ კეინს მოქმედი კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი რჩება, კლუბის პოზიცია უცვლელია, ბაიერნი მას ხანგრძლივი ვადით ინარჩუნებს. ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჯამალ მუსიალასთან ერთად გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა (წლიური ხელფასი 21.5 მილიონი ფუნტი) და ახალი შეთანხმებით მისი ანაზღაურების არსებითი ცვლილება არ იგეგმება.
🚨 𝗡𝗘𝗪: Harry Kane is set to hold talks with Bayern Munich over a NEW three-year contract, despite interest from Barcelona.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) August 10, 2026
The 33-year-old is expected to extend his stay until 2029, with Harry Kane and his family settled in Munich.
Barcelona had been linked with Kane as a… pic.twitter.com/Y0IYtkYfBR
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები კეინის შესაძლო ტრანსფერზე. მას შემდეგ, რაც რობერტ ლევანდოვსკიმ MLS-ს მიაშურა, ინგლისელს ბარსელონასაც უკავშირებდნენ., თუმცა, ოფიციალური შეთავაზება არცერთ კლუბს არ გაუკეთებია, თავად კეინი და მისი ოჯახი კი მიუნხენურ ცხოვრებით კმაყოფილნი არიან.
თავდამსხმელი ფენომენალურ ფორმაშია - გასულ სეზონში ჩატარებულ 51 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა, ხოლო 2023 წელს 'რეკორდმაისტერში' გადმოსვლის შემდეგ უკვე 146 გოლის გატანა შეძლო.
კეინი კვლავ კარიერის პიკშია და წელევანდელი „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალებს ვერ გასცდა, მისმა საოცარმა შედეგიანობამ მსოფლიოში საუკეთესოს სტატუსი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.