Belive

როგორია ქართველი ფეხბურთელების შეფასება FC 24-ში?

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულებისთვის საინტერესო ამბავი გვაქვს - ქართველი ფეხბურთელების მონაცემები FC 24-ში ცნობილია.

შესაძლოა, გარკვეული დროის განმავლობაში, ამ თამაშს კვლავ FIFA ვუწოდოთ, მაგრამ ცვლილებას თანდათანობით შევეჩვევით. FIFA-სა და Electronic Arts-ს შორის არსებული 20-წლიანი პარტნიორობა დასრულებულია, რაც, ავტომატურად, სახელის ცვლილებასაც გულისხმობს.

თუმცა მომხმარებლებისთვის არაფერი იცვლება - საყვარელი გუნდებით თამაში, მეგობრებთან შეჯიბრი და ონლაინ ჩემპიონატები კვლავ წინ გელოდებათ, რადგან Electronic Arts-ს მსოფლიოში არსებულ კლუბებთან და ჩემპიონატებთან ცალკე შეთანხმება აქვს.

ქართველი გულშემატკივრისთვის, მთავარი ინტერესის ობიექტი ხვიჩა კვარაცხელიას ჯამური შეფასება გახლდათ, რადგან სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსის მქონე კვარაცხელიას, წესით, კარგი პროგრესი უნდა ჰქონოდა.

ასეც მოხდა - კვარას შეფასება 86-მდე გაიზარდა, რაც გასულ სეზონთან შედარებით, მნიშვნელოვანი პროგრესია (+12). "ნაპოლის" შემტევს, ყველაზე კარგი მაჩვენებელი დრიბლინგში აქვს (89), რასაც ბურთის კონტროლი (88) და მოედნის ხედვა (86) მოჰყვება.

გასულ სეზონთან შედარებით, უკეთესი მაჩვენებელი აქვს გიორგი მამარდაშვილსაც (+3), რომელიც ამიერიდან 80-იანთა რიგებს შეუერთდება. პროგრესი აქვთ ვაკო ყაზაიშვილსა (+3) და "აიაქსის" ახალწვეულს, გიორგი მიქაუტაძესაც (+5).

იხილეთ ქართველი ფეხბურთელების შეფასებები

შეგახსენებთ, FC 24-ის გამოშვების თარიღი 29 სექტემბერია.

სხვა სტატიები