"როდრი ესპანური ფეხბურთის ლიონელ მესია" - ლუის დე ლა ფუენტე
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, როდრი განსაკუთრებულად შეაქო. 65 წლის სპეციალისტმა, "ფურია როხას" ნახევარმცველი, ლიონელ მესის შეადარა. გარდა ამისა, დე ლა ფუენტემ, მესიზეც ისაუბრა და ლეგენდარული ფეხბურთელის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორმა, 2026 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელს, საჯაროდ დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მანჩესტერ სიტის ყოფილ ნახევარმცველს, ბარსელონაში, წარამტების მიღწევის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს.
Radio Marca-სთან საუბრისას, დე ლა ფუენტემ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 30 წლის ფეხბურთელი როგორც გუნდისთვის, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის. ესპანელმა სპეციალისტმა, უარჰყო იმის შანსი, თითქოს როდრის ბარსელონასთან ადაპტაცია გაუჭირდა და აღნიშნა, რომ მისი სათამაშო კლასი ნებისმიერი ტაქტიკური სისტემის ფარგლებში, წარმატებისთვის საკმარისია.
მისთვის ბარსელონასთან ადაპტაცია ძალიან მარტივი იქნება, რადგან ის ესპანური ფეხბურთის მესია. ამიტომ ის, ნებისმიერ სიტუაციას მარტივად მოერგება. ის, საკუთარ პოზიციაზე, მსოფლიოში საუკეთესოა. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ დიდი ესპანელი ფეხბურთელები ლა ლიგაში თამაშობენ. ეს ჩემპიონატს უფრო ძლიერს ხდის. მოხარული ვიქნებოდი, რომ ის ესპანელებიც, რომლებიც ჯერ კიდევ სხვა ქვეყნის კლუბების ღირსებას იცავენ, აქ დაბრუნდნენ და საკუთარი შესაძლებლობები, ნიჭი და უმაღლესი საფეხბურთო კლასი გამოავლინონ.
რაც შეეხება მესის, მე, როგორც ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს, მისი კარიერით აღფრთოვანებული და უშუალოდ მისით, ძალიან მადლიერი ვარ. ის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. საკლუბო ფეხბურთის დასრულებასთან დაკავშირებით, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. შეიძლება მან ფეხბურთის თამაშო დაამთავროს, მაგრამ ფეხბურთი მას არასდროს დატოვებს. - ლუის დე ლა ფუენტე
რაც შეეხება როდრის, ის უკვე ბარსელონაში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებასა და გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებუილი. ბარსელონაში იმედი აქვთ, რომ ის სათამაშო დონე, რომელიც როდრიმ მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, კატალონიაშიც ყოველდღიურობად იქცევა. განსაკუთრებით, კი იმ დროს, როდესაც ახალი სეზონი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის.
‘Rodri is the Messi of Spanish football’: Spain boss Luis de la Fuente hails star after Barcelona move https://t.co/CubA76SAAn
— World Soccer Talk (@worldsoccertalk) September 1, 2026