Belive

როდრი: "ბარსელონაში თამაში ოცნებაა"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

როდრიმ განაცხადა, რომ ბარსელონაში თამაში მისთვის ოცნებაა. ესპანელი კატალონიაში გუშინ ჩავიდა. მსოფლიო ჩემპიონი დღეს სამედიცინო შემოწმებას გავილის, რის შემდეგაც ტრანსფერს ოფიციალურად გააფორმებს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი. მიხარია, რომ ყველაფერი მოგვარდა. ჩემთვის, ბარსელონაში თამაში ოცნებაა. აღფრთოვანებული ვარ თანაგუნდელებთან ერთად ყოფნით. ბევრ მათგანს უკვე ვიცნობ. ახლა მუშაობისა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის დროა. - აღნიშნა ესპანელმა

30 წლის ფეხბურთელს, "ეტიჰადზე" კონტრაქტი მომავალ წელს ეწურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სიტი როდრის გაყიდვას არ თანხმდებოდა, ესპანელს მკაფიოდ ჰქონდა გაცხადებული, რომ კარიერის გაგრძელება ბარსელონაში სურდა. კატალონიურმა კლუბმა, როდრი 76.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ენცო მარესკამ, არსენალთან მარცხის შემდეგ, როდრიზე ისაუბრა და მას ტოპკლასის ფეხბურთელი უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი მოთამაშე ნებისმიერი გუნდისთვისაა საჭირო.

როდრიმ მანჩესტერ სიტიში შვიდი სეზონი გაატარა. მან, კლუბთან ერთად, პრემიერ ლიგა ოთხჯერ მოიგო. ხოლო 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სიტიმ, ინტერი სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

სხვა სტატიები