რაფინიამ მესის შედეგი გაიმეორა
რაფინიამ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო და სულ რაღაც 7 თამაშში, უკვე 11 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ლეო მესის შედეგი გაიმეორა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ბარსელონას მაისურით, ცხრა წლის წინ დააფიქსირა. ბარსელონას ვარსკვლავმა, სანტანდერის რასინგთან, ჰეთ-თრიკი შეასრულა. კატალონიურმა გუნდმა მეტოქე 7:2 გაანადგურა.
გუშინდელი მატჩის შემდეგ, რაფინიას, ლა ლიგაში, 9 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით, ის, ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირია. "Stats du Foot"-ის ცნობით, 2017/18 წლების სეზონის დასაწყისში, ლეო მესის შემდეგ, არც ერთ ფეხბურთელს, ლა ლიგის პირველ ექვს მატჩში, 9 გოლი არ გაუტანია. ახლა კი, ეს შედეგი რაფინიამ გაიმეორა.
ბარსას ცხრიანმა, გუშინდელი ჰეთ-თრიკის გარდა, ელჩესა და რაიო ვალეკანოსთან, ორ-ორი გოლი გაიტანა. ბილბაოსა და ვალენსიას წინააღმდეგ - ერთი. ერთადერთი მატჩი, რომელშიც ბრაზილიელმა თავი ვერ გამოიჩინა, ლევანტეს წინააღმდეგ იყო. მაგრამ, იმ შეხვედრაში, ბარსას ცხრიანმა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ცხრა წლის წინ, მესიმ, თავისი ცხრა გოლი, სამ მატჩში გაიტანა: ეიბართან - 4, ესპანიოლთან - 3, ხოლო ალავესთან - 2. იმ სეზონში, არგენტინელმა, ლა ლიგაში, 34 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
რაფინიას შედეგი, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, კიდევ უფრო შთამბეჭდავია. სეზონის დაწყებიდან, მას უკვე 11 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ორი, ჩემპიონთა ლიგაზე. ტოპ-5 ლიგაში მოთამაშე არც ერთ ფეხბურთელს, ამაზე მეტი გოლი არ გაუტანია. ბარსელონა, ექვისდან ექვსი მოგებით, სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. კატალონიურმა გრანდმა, ამ სეზონში, სულ რაღაც 7 შეხვედრაში, 33 გოლი გაიტანა.
𝐑9️⃣𝐏𝐇𝐈𝐍𝐇𝐀, 𝐖𝐎𝐑𝐋𝐃 𝐂𝐋𝐀𝐒𝐒 𝐒𝐓𝐑𝐈𝐊𝐄𝐑 🔥
— 433 (@433) September 16, 2026
Striker Raphinha this season:
⚽ vs Racing
🅰️🅰️ vs Levante
⚽⚽ vs Feyenoord
⚽ vs Valencia
⚽⚽ vs Rayo
⚽ vs Athletic
⚽⚽🅰️ vs Elche
𝟭𝟮 𝗚𝗢𝗔𝗟 𝗜𝗡𝗩𝗢𝗟𝗩𝗘𝗠𝗘𝗡𝗧𝗦 𝗜𝗡 𝟳 𝗚𝗔𝗠𝗘𝗦 🤯 pic.twitter.com/rPUv5zfyMG