Belive

რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბარსელონამ ნიუკასლს უმასპინძლა და 7:2 დაამარცხა.

მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა - პოლონელმა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გოლი 41-ე გუნდს გაუტანა, რაც ყველა დროის რეკორდია. ლევანდოვსკიმ ლეო მესის (გოლი 40 სხვადასხვა გუნდის კარში) მიღწევა გააუმჯობესა.

ჩემპიონთალიგური კარიერის განმავლობაში ლევანდოვსკის ყველაზე მეტი - 9 გოლი ბენფიკას კარში აქვს გატანილი, ამ მხრივ მეორე ადგილზე ცრვენა ზვეზდაა (7), მესამეზე კი - ზალცბუგი (6).

ასევე, საინტერესოა, რომ 37 წლის თავდამსხმელმა თითოჯერ თავი მანჩესტერ სიტის, მალაგას, ვილიარეალის, რომას, იუვენტუსის, ბაიერნის, პსჟ-ს, ლიონის, როსტოვის, ანტვერპენის, სლავიასა და კოპენჰაგენის წინააღმდეგ გამოიჩინა.

გარდა ამისა, გუშინ ლევანდოვსკი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 1-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო, მან ფილიპო ინძაგის რეკორდი დაამხო.

სულ პოლონელის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 142 შეხვედრაში 109 გოლია.

სხვა სტატიები