La Gazzetta dello Sport: "ბარსელონამ ინტერს პირველი შეთავაზება გაუკეთა - ბასტონის ესპანეთში სურს"
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიური სპორტული გამოცემა "La Gazzetta dello Sport" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
იტალიური წყაროების ცნობით, ბარსელონამ 26 წლის იტალიელ მცველზე - ალესანდრო ბასტონიზე მილანურ კლუბს შეთავაზება გაუკეთა, თავის მხრივ ინტერიც მზად არის, რომ მისი სატრანსფერო ფასი 80 მილიონიდან 50+ მილიონზე ჩამოწიოს, ინტერი სერიოზულად განიხილავს 26 წლის მცველის €50 მილიონს + ბონუსების სანაცვლოდ გაყიდვას, ფეხბურთელს კი ინტერის დატოვების შემთხვევაში მხოლოდ ბარსელონაში სურს თამაში და სხვა წინადადების განხილვა არ სურს.
Alessandro Bastoni au FC Barcelone ? ☎️🇮🇹
— FCB Paul (@FCBPaul_) March 17, 2026
L'Inter Milan ouvre la porte à un départ de son défenseur cet été pour environ 50M€ + variables. Le profil du gaucher italien coche toutes les cases pour le système de Flick, et le club a déjà sondé son entourage !
(@Gazzetta_it) pic.twitter.com/y4pd7ZRPQ7
ალესანდრო ბასტონი ინტერის ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 293 მატჩი გამართა და 8 გოლთან ერთად, 30 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გარდა ამისა, მან მილანურ გრანდთან, 2-ჯერ სკუდეტო, 2-ჯერ იტალიის თასი, 3-ჯერ კი იტალიის სუპერ თასი მოიგო.
ბასტონის წლების განმავლობაში ატალანტაში, პარმასა და ინტერში უთამაშა.