რეკორდული შეთანხმება - მანჩესტერ სიტიმ პუმასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
მანჩესტერ სიტისა და პუმას პარტნიორობა კიდევ 10 წლით, 2035 წლამდე გაგრძელდება.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ქალაქელები გერმანული კომპანიისგან მილიარდ ფუნტს მიიღებენ, რაც პრემიერლიგის ისტორიაში რეკორდული გარიგებაა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრესკონფერენცია სიტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან სორიანომ გამართა, რომელმაც განაცხადა:
პუმასთან თანამშრომლობით ყველანაირ მოლოდინებს გადავაჭარბეთ. ბოლო 6 სეზონის განმავლობაში ერთად უამრავ წარმატებას მივაღწიეთ და ბევრი ისტორიული მომენტი გამოვცადეთ.
სიტი და პუმა 2019 წლიდან თანამშრომლობენ. წინა კონტრაქტის თანახმად, ინგლისური კლუბი პუმასგან სეზონში 65 მილიონ ფუნტს იღებდა.
Man City and Puma's new agreement is worth £100m-per-year and will run for at least the next 10 years – a record kit deal for a Premier League club 💰 pic.twitter.com/On4ETh9rdc
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) July 15, 2025