Belive

დონარუმა: "პსჟ-ში მიღალატეს"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, დღემდე იმედგაცრუებულია იმით, თუ როგორ მოექცა პარიზული კლუბი. დონარუმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შეურთდა მანჩესტერ სიტის, თუმცა მთელი ზაფხულის განმავლობაში მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ პსჟ იტალიელის გაყიდვას აპირებდა, რაც თავად დონარუმას სურვილის საპირისპირო იყო.

ასეთი კლუბის დატოვება არასდროს არის ადვილი. ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან რთული იყო. მე პსჟ-ში გარკვეულ სათამაშო სტილს შევეგუე, მაგრამ ბოლო თვეებში ეს აღარ იყო მნიშვნელოვანი. სამწუხაროა, რადგან გასულ სეზონში ისტორიაში პირველად მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა.

ვგრძნობ, რომ მიღალატეს. მე დიდი დრო და ენერგია დავხარჯე იმისთვის, რომ პსჟ-ს ბოლომდე შევწყობოდი, ამას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე. მაგრამ საბოლოოდ, ბოლო რამდენიმე თვე სრულიად განსხვავებული იყო. ამ იმედგაცრუებას არასდროს დავივიწყებ. ეს არის ის, რის ახსნასაც ვერასდროს შევძლებ, მაგრამ უნდა შევეგუო.

მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რაც პარიზში გულშემატკივრებმა მომცეს და იმისთვის, რაც მე მივეცი მათ. ეს საოცარი იყო და ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი. - განაცხადა ჯიჯო დონარუმამ

დონარუმა პსჟ-ს ზღაპრული სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. მისი სეივები ლივერპულთან, ასტონ ვილასთან და არსენალთან, პსჟ-ს მთავარი ოცნების მიღწევაში დაეხმარა. ჩემპიონთა ლიგის გარდა პარიზელებმა ლიგა 1 და საფრანგეთის თასიც მოიგეს, რითაც ტრებლი შეასრულეს.

სხვა სტატიები