Belive

რატომ ცდილობს პსჟ კვარაცხელიასთან ახალი გრანდიოზული კონტრაქტის გაფორმებას?

19 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პარიზელები აქტიურად ცდილობენ, კვარაცხელიასთან ახალი, სარფიანი კონტრაქტი რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს მოქმედი ხელშეკრულება, კლუბთან 2029 წლამდე აკავშირებს, პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მისი კონტრაქტის დაუყოვნებლივ გახანგრძლივება, კულისებს მიღმა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია.

"L'Equipe-ის ინფრომაციით, ეს გადაწყვეტილება, მთლიანად ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას უკავშირდება. კვარაცხელია პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სულ უფრო ხშირად სახელდება, რის გამოც სპორტულმა დირექტორმა, ლუის კამპოსმა, მოქმედება გადაწყვიტა, რადგან მომავალში ხარჯების მკვეთრი ზრდა თავიდან აიცილოს.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას, გადაწყვეტილების მიღების გადადების შემთხვევაში, კონტრაქტის გახანგრძლივების მასშტაბები სერიოზულად აშფოთებს. პსჟ-ს წარმომადგენლებს ურჩევნიათ, ფეხბურთელს ახალი, ფინანსურად ძალიან მიმზიდველი კონტრაქტი ახლავე შეთავაზონ, რომელიც ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში, მნიშვნელოვან ბონუსსაც ითვალისწინებს.

გუნდში მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებების დაწყება. თუ ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე მოიგებს, მისმა ახალმა აგენტმა, მუსა სისოკომ, შესაძლოა ხელფასთან დაკავშირებით, საკუთარი მოთხოვნები გაზარდოს.

პსჟ-მ, სწრაფად მოქმედების სურვილით, საკუთარ თავს ერთთვიანი ვადა დაუწესა, რადგან ეს მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოს. ჯერჯერობით, უცნობია რამდენად მარტივად დათანხმდება კვარა და მისი აგენტი ამ შეთავაზებას. თუმცა, კლუბი საკუთარ პოზიციას მტკიცედ იცავს.

სხვა სტატიები