Belive

რეკორდმაისტერის მთავარი სამიზნე - გირასი შტუტგარტს ტოვებს?!

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

27 წლის სერუ გირასი "შტუტგარტის" დატოვების ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, გირასის შეძენა "რეკორდმაისტერს" სურს.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობას ის გარემოებაც ზრდის, რომ იანვარში "ბაიერნი" გაძლიერებასა და 2 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბაიერნი" გვინეელი შემტევის სანაცვლოდ, 15 მილიონ ევროს გადაიხდის.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გირასი ბრწყინვალედ ასპარეზობს და "შტუტგარტის" მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში, 17 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები