,,გასაკვირია, რომ მსაჯს, რომლის ანგარიშზეც ლიგაზე მხოლოდ 15 მატჩია, ასეთი დონის შეხვედრაში ნიშნავენ'' - ბაიერნის დირექტორი
19 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეზენმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, უეფა მსაჯის შერჩევის გამო გააკრიტიკა:
,,რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია, რომ მსაჯს, რომლის ანგარიშზეც ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 15 მატჩია, ასეთი დონის შეხვედრაში ნიშნავენ. შესაძლოა, სწორედ ეს ხსნიდეს მის მიერ დღეს მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას...'' - იან-კრისტიან დრეზენი
პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.
ბაიერნისა და პსჟ-ს მატჩში პორტუგალიელმა არბიტრმა, ჟუან პინიეირუმ იმსაჯა. გუშინდელი შეხვედრა მისთვის ლიგაზე მართლაც მე-15 იყო, მიმდინარე სეზონში კი - მე-8.
CEO Jan-Christian Dreesen on referee João Pinheiro: "It's astonishing, to say the least, that a referee with only 15 Champions League appearances is allowed to officiate such a game. And that might explain some of the calls he made today" [@kerry_hau]
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) May 6, 2026