რეალის განცხადება ალონსოს გუნდიდან წასვლის შესახებ
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონასთან სუპერთასის ფინალის შემდეგ, მადრიდის რეალმა ხაბი ალონსო გაათავისუფლა. კლუბმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელა:
,,ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხაბი ალონსოსა და რეალს შორის თანამშრომლობა დასრულებულია.
ალონსო ყოველთვის იმსახურებს რეალის გულშემატკივრების სიყვარულს, რადგან ის ჩვენი გუნდის ნამდვილი ლეგენდაა. რეალ მადრიდი ყოველთვის მისი სახლი იქნება.
ჩვენი გუნდი მადლობას უხდის მას და მის სამწვრთნელო შტაბს ამ პერიოდში გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს!'' - წერია რეალის განცხადებაში
ალონსომ რეალი 2025 წლის ზაფხულში, ლევერკუზენში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ ჩაიბარა.
44 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მადრიდულმა გრანდმა სულ 34 შეხვედრა ჩაატარა, 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 6-ში კი დამარცხდა.
Comunicado Oficial: Xabi Alonso.
— Real Madrid C.F. (@realmadrid) January 12, 2026