Belive

არბელოა: ,,თუ არსებობს გუნდი, რომელიც ამ სტადიონზე სიტუაციის გამოსასწორებლად მოდის, ეს ჩვენ ვართ''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, ბაიერნთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,უპირველეს ყოვლისა, ჩვენ რეალი ვართ და თუ არსებობს გუნდი, რომელიც ამ სტადიონზე სიტუაციის გამოსასწორებლად მოდის, ეს ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება, გუნდი, რომელსაც 15 ევროპის თასი აქვს მოგებული.

გასაუმჯობესებელი ბევრი რამ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან იმდენი მომენტი აღარ გვექნება, რამდენიც პირველ შეხვედრაში გვქონდა. ყველაფერი თავდაჯერებულობაზეა დამოკიდებული. ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ.

გვჭირდება თუ არა სასწაული? მე ვერ ვხედავ რაიმე სასწაულის მოხდენის საჭიროებას. წინა მატჩში რომ მოგვეგო, ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა - მათი მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ვინც რეალს იცნობს, არავინ ფიქრობს, რომ ხვალინდელი გამარჯვება სასწაული იქნება.

ჩუამენი? გვყავს ბევრი ფეხბურთელი, ვისაც მისი შეცვლა შეუძლია - ვალვერდე, კამავინგა, სებალიოსი... ხვალინდელი სასტარტო თერთმეტეული უკვე ვიცი და მასში სრულიად დარწმუნებული ვარ!'' - ალვარო არბელოა

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ბაიერნი რეალს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება მიუნხენელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

სხვა სტატიები