ცნობილია, როდის გამოაცხადებს რეალი მოურინიოს დაბრუნების შესახებ
გავრცელებული ინფორმაციით, რეალმა საბოლოოდ შეათანხმა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მომავალი კვირის დასაწყისში კლუბი ჟოზე მოურინიოს დაბრუნების შესახებ გამოაცხადებს.
ESPN-ის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტის სამეფო კლუბში ხელახლა დანიშვნის ზუსტ თარიღად 24 ან 25 მაისი სახელდება. მანამდე რეალი 2025-2026 წლების სეზონის ბოლო მატჩს, შაბათს, ბერნაბეუზე, ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს.
ჟოზე მადრიდულ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა. 63 წლის მწვრთნელი რეალში 2010-2013 წლებშიც მუშაობდა და მაშინ ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო.
ესპანურ მედიაში ახლახან დაიწერა, რომ მოურინიოს გამოსასყიდი თანხის სახით რეალმა ბენფიკას 3 მილიონი ევრო გადაუხადა.
თავის მხრივ, ბენფიკა ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს უკვე შეუთანხმდა.
🚨🚨 LE REAL MADRID A PAYÉ LA CLAUSE LIBÉRATOIRE DE JOSÉ MOURINHO 🇵🇹 ! ✅
— Actu Foot (@ActuFoot_) May 19, 2026
Montant : 3 M€. 🤑
Plus rien ne retient désormais le technicien portugais au Benfica.
🗞️ @SkySport pic.twitter.com/x136D6zQcM