Belive

ტიბო კურტუამ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ, რომელიც ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაუბრუნდა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მიღებული ტრამვის ბოლომდე მოშუშებას ცდილობს, მადრიდის რეალის მწვრთენლზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

34 წლის ფეხბურთელმა, პორტუგალიელი სპეციალისტი უკიდურესად მკაცრ მწვრთნელად დაახასიათა და აღნიშნა, რომ მოურინიო დისციპლინას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ინდივიდუალურ უნარებზე მაღლა, გუნდურ თამაშს აყენებს. რეალის სატელევიზიო არხთან საუბრისას, ბელგიელი მეკარე ამ საკითხს შეეხო.

ის შესანისნავი მწვრთნელი და ძალიან მეგობრული ადამიანია. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ სიმართლეს ყოველთვის ხმამაღლა და პირდაპირ ამბობს. ვფიქრობ, რომ ასეთ მიმართულებას გუნდიც აუცილებლად უნდა გაჰყვეს. - აღნიშნა კურტუამ

კურტუასა და მოურინიოს ურთიერთობა ჯერ კიდევ ლონდონის ჩელსიში დაიწყო. ბელგიელი კი ჟოზესთან ხელახალი მუშაობის პერსპექტივით ძალიან გახარებულია.

ჟოზესთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს. იმედი მაქვს ერთად კარგად ვიმუშავებთ და აქ (მადრიდი) შესანიშნავ წლებს გავატარებთ. პირადად ჩემთვის, გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის კი ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის სათამაშო მენტალიტეტი დავიბრუნოთ, რომლის წყალობითაც, წლების განმავლობაში, უამრავი ტიტული მოვიგეთ. - ტიბო კურტუა

სხვა სტატიები