Belive

რეალი საქმეშია: მანჩესტერ სიტი როდრის გასაყიდად ემზადება

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ოქროს ბურთის მფლობელის, როდრის გუნდიდან გაშვებას აპირებს.

ესპანეთის ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება. იმის გამო, რომ ფეხბურთელმა "ქალაქელების" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვოს, გუნდის ხელმძღვანელობა მოახლოებულ ზაფხულში მის გასხვისებას აპირებს. სიტის, 29 წლის ესპანელ ფეხბურთელში, სულ მცირე 50 მილიონი ევროს მიღება სურს.

როდრის დამატების მთავარი კანდიდატი მადრიდის რეალია. სავარაუდოდ, ყველაფერი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წინა დღეებში გადაწყდება, როცა როდრის ფიზიკური ფორმა შეფასდება.

როდრი მანჩესტერ სიტის 2019 წელს მადრიდის ატლეტიკოდან 70 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ, გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, უეფას ჩემპიონთა ლიგა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ტრიუმფში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულ ფეხბურთელს სიტის შემადგენლობაში 288 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი და 32 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები