Belive

"რაც დრო გადის, ჟორჟი სულ უფრო და უფრო კარგად თამაშობს" - მარსელინო

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ვილიარეალი აიაქსს უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება. შეხვედრამდე ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა.

ნიდერლანდებში, კერძოდ კი აიაქსში, ვფიქრობ მის თამაშზე გავლენა ახალგაზრდულმა ასაკმა იქონია. იქ თამაშისას ის ჯერ კიდევ 2-3 წლით უმცროსი იყო, 20 ან 21 წლის, ახლა კი 24 წლისაა. ანუ იქ ყოფნისას ძალიან ახალგაზრდა იყო და დიდი სათამაშო დრო არც ეძლეოდა, ამიტომ რთულია დასკვნების გამოტანა.

ჩვენთანაც ჰქონდა ადაპტაციის პერიოდი, რაც ყოველთვის ხასიათდება აღმავლობით და დაღმავლობით. ვფიქრობ ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა, ის უფრო შეეჩვია კოლექტივს და უკეთაა ჩართული გუნდის დინამიკაში. ამ დროის განმავლობაში მან უკეთ გაიცნო ესპანური ცხოვრების წესი, ჩემპიონატის შესახებაც უფრო მეტი გაიგო და აქ გაცილებით მეტი გამოცდილება დააგროვა, ვიდრე აიაქსში ჰქონდა.

სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებაა, რომ რაც დრო გადის ჟორჟი სულ უფრო და უფრო კარგად თამაშობს, მასში გუნდმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო და დარწმუნებულები ვართ, რომ ის ყველა მოლოდინს გაამართლებს.
- მარსელინო გარსია ტორალი - ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი

ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის ცხრილში 1 ქულით ბოლოსწინა 35-ე ადგილზეა (0 მოგება, 1 ფრე, 5 მარცხი).

გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, სულ ყველა ჩემპიონატის ეგიდით ვილიარეალში გადასვლიდან დღემდე მან 22 მატჩში ითამაშა და 7 გოლი/3 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2023 წელს აიაქსს გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდა, ნიდერლანდურმა გუნდმა ის მეციდან შეიძინა, მაგრამ ქართველის კარიერა აიაქსში კარგად ვერ განვითარდა და გუნდიც მალე დატოვა. მან ამსტერდამული გრანდის მაისური 9 მატჩში მოირგო და საგოლე მოქმედება არ ჰქონია.

სხვა სტატიები