ჰაკიმ ზიეჩი ბოტაფოგოს შეურთდება
33 წლის ჰაკიმ ზიეჩი ვაიდად კასაბლანკაში (მაროკო) გატარებული სეზონის შემდეგ, ბრაზილიურ ბოტაფოგოს შეუერთდება და კლუბთან კონტრაქტს 2028 წლის დეკემბრამდე გააფორმებს.
L'Équipe-ის ინფორმაციით, მაროკოელმა ფეხბურთელმა ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა ხელშეკრულება ვაიდადთან და კვირის დასაწყისშივე რიო დე ჟანეიროში ელოდებიან - ტრანსფერის დასასრულებლად.
ბოტაფოგო, ბრაზილიის ჩემპიონატში, 24 მატჩის შემდეგ 30 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და შემადგენლობის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. კლუბმა თვალი აიაქსის ყოფილ პლეიმეიკერს დაადგა, რომელიც ამსტერდამულ გუნდში 2016/2020 წლებში ბრწყინავდა.
ზიეჩს მაროკოს ეროვნულ ნაკრებში 64 მატჩი აქვს ჩატარებული, 25 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს მიაღწია. 2020 წლის ივლისში ლონდონის ჩელსიმ ის 40 მილიონ ევროდ შეიძინა (აიაქსიდან). 2023 წლიდან 2025 წლამდე ის გალათასარაიში თამაშობდა.
Mercato : le milieu international marocain Hakim Ziyech va s'engager au Brésil avec Botafogo
— L'Équipe (@lequipe) September 6, 2026
➡️ https://t.co/YhhuUiky9j pic.twitter.com/mkwbiN6gYK