რა თქვა სალაჰმა მატჩის დასრულების შემდეგ
ეგვიპტის ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, ახალ ზელანდიას, დამაჯერებლად 3:1 მოუგო და 4 ქულით, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ეგვიპტელთა კაპიტანმა, მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც გოლითა და საგოლე გადაცემით, თავისი ნაკრების გამარჯვებაში, უდიდესი წვლილი შეიტანა.
მე ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ვცდილობ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. ეს, ყველა ჩვენგანისთვის, ისტორიული დღეა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შევძელით გამარჯვების მოპოვება. - მოჰამედ სალაჰი
ამ გამარჯვებით, ეგვიპტე ჯგუფში გალიდერდა. თავის მხრივ, ბელგიისა და ირანის დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა. G ჯგუფში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ეგვიპტეს 4 ქულა აქვს, ბელგიასა და ირანს 2, ხოლო ახალი ზელანდია, 1 ქულით ბოლო ადგილზეა. ჯერჯერობით, ოთხივე გუნდს აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი და ამ მიზეზით, G ჯგუფის ბოლო ტური, ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრებში, ეგვიპტე ირანს დაუპირისპირდება, ხოლო ბელგიის ნაკრები, ახალ ზელანდიას შეხვდება.
🌎🇪🇬 OFFICIAL: Mo Salah wins Man of the Match Award for Egypt against New Zealand. pic.twitter.com/6mMptbZKJz
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 22, 2026