Belive

ინგლისთან მატჩის შემდეგ, მექსიკელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მექსიკისა და ინგლისის დაპირისპირებაში, მექსიკელთა შემტევმა, სანტიაგო ხიმენესმა ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც, თამაშის დასრულებისთანავე, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხიმენესი შეხვედრაში სათადარიგოდან ჩაერთო და ერთ-ერთ ეპიზოდში, ბურთისთვის ბრძოლისას, მინდორზე საკმაოდ მძიმედ დაეშვა, რის შემდეგაც, კოჭი დაიზიანა. მისი ტრავმის გამო, მექსიკა, შეხვედრის ბოლო წუთებში, 10 კაცით თამაშობდა. თავად ინგლისსაც, თითქმის მთელი მეორე ტაიმი, 10 კაცით მოუწია თამაში, როდესაც ჯარელ ქუანსა, მექსიკელთა მცველის, ხესუს გალარდოს წინააღმდეგ უხეშობისთვის, მოედნიდან გააძევს.

მექსიკელი ჟურნალისტის, რუბენ როდრიგესის ინფორმაციით, ხიმენესი, ტრავმის გამო, დაახლოებით 8 კვირა ვერ ითამაშებს.

ტურნირის თანამასპინძელთათვის, ეს მუნდიალზე პირველი მარცხი იყო. ამასთან ერთად, პირველი შეხვედრა, სადაც მათ კარი მშრალად ვერ შეინახეს. ინგლისმა, ჯუდ ბელინგემის დუბლისა და ჰარი კეინის გოლების წყალობით, მეტოქე 3-2 დაამარცხა. მექსიკელთაგან კი გოლები ხულიან კინიონესისა და რაულ ხიმენესის ანგარიშზე იყო.

ამ მარცხით, მექსიკა მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა. ინგლისი კი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნორვეგიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები