Belive

ჰენდერსონი ზედმეტმა სიხარულმა 'დაღუპა' - ინგლისელს ხელი აქვს მოტეხილი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯორდან ჰენდერსონმა, მექსიკასთან მატჩის შემდეგ გამარჯვების აღნიშვნისას ტრავმა მიიღო, რის გამოც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.

შეხვედრა „აცტეკას“ სტადიონზე ინგლისელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. მატჩის შემდგომი ზეიმის დროს, ,ჰენდერსონი სარეკლამო ბანერზე გადახტომისას დაეცა. იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და მეხიკოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მაჯის/ხელის მოტეხილობა დაუდასტურდა.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებული საღამოა, თუმცა ემოციები შერეულია, რადგან ჯორდანი დაშავდა. მას მაჯის სერიოზული ტრავმა აქვს და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ექიმის თქმით, დაზიანება საკმაოდ მძიმეა და ის გუნდთან ერთად აღარ არის, რაც ამ საღამოს არ შეეფერებოდა - განაცხადა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, თომას ტუხელმა

ინგლისის ნაკრებიდან გოლები ჯუდ ბელინგემმა (დუბლი) და ჰარი კეინმა (პენალტით) გაიტანეს. გუნდმა მეორე ტაიმის დიდი ნაწილი 10 კაცით ითამაშა. ამ გამარჯვებით, თომას ტუხელის გუნდმა მეოთხედფინალში ნორვეგიის ნაკრებთან შეხვედრა გაინაღდა.

სხვა სტატიები