ბელინგემი ტუხელზე: ,,მგონი, არ იცის, რა რთულია ასეთ პირობებში თამაში"
ჯუდ ბელინგემმა მკაცრად უპასუხა თომას ტუხელის მიერ ინგლისის ნაკრების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მას შემდეგ, რაც მისმა დუბლმა, ნორვეგიის წინააღმდეგ, გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოუპოვა - აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრები ამ ეტაპზე ისტორიაში მეოთხედ გავიდა.
ტუხელი გუნდის თამაშით აშკარად უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა „საკუთარ თავს ცხოვრება მაქსიმალურად გაურთულეს“.
შედეგი ფანტასტიკურია, ჩვენ საუკეთესო ოთხეულში ვართ, ეს საოცარი მიღწევაა, თუმცა ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ.
ეს ეხება ყველა კომპონენტს. მონდომება და თავდადება არ აკლდათ, თუმცა სათამაშო სტილიდან გამომდინარე, მოედანზე ვითარება თავადვე გავირთულეთ: ვთამაშობდით დაუდევრად, დავუშვით უამრავი ტექნიკური შეცდომა, გვაკლდა სისწრაფე და დინამიკა. დღეს უბრალოდ იღბალი ჩვენს მხარეს იყო. - განუცხადა მთავარმა მწვრთნელმა ტელეკომპანია ITV-ის
აღნიშნულ კრიტიკაზე კომენტარის თხოვნისას ბელინგემს უკმაყოფილება აშკარად დაეტყო.
შესაძლოა, მან არც კი იცის, რას ნიშნავს ასეთ პირობებში ერლინგ ჰოლანდის, მარტინ ოდეგორის, ანტონიო ნუსასა და ალექსანდრ სორლოტის წინააღმდეგ ასპარეზობა. მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი ნამდვილად არ არის.
ვფიქრობ, ჩვენ გუნდში პოზიტიური გარემოს შექმნას ვცდილობთ. შეუძლებელია ყველა შეხვედრაში დახვეწილი, კომბინაციური ფეხბურთითა და ათასი გადაცემით გაიმარჯვო. ხანდახან წარმატების მიღწევა პრაგმატული, უხეში თამაშითაც საჭიროა და დღეს ჩვენ სწორედ ეს შევძელით. - განაცხადა საპასუხოდ ბელინგემმა
"Maybe he doesn't know what it's like to play in those kind of conditions"
— Sky Sports Football (@SkyFootball) July 12, 2026
Jude Bellingham has his say on England's win over Norway, after Thomas Tuchel believed his side were 'lucky in decisive moments' of their quarter-final win 👇 pic.twitter.com/9vwuUxncWJ
ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც შვეიცარიას 3:1 სძლია. ბელინგემმა, მიმდინარე მუნდიალზე, თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის ორი ბურთით ჩამორჩება ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს, ხოლო გუნდის კაპიტანს, ჰარი კეინს გაუთანაბრდა.