Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მონცასთან მატჩში?

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრაში გაჩემპიონებულმა "ნაპოლიმ" სტუმრად "მონცასთან" ითამაშა და (0:2) დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" ჩემპიონობა გაიფორმა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ლიდერებს დასვენების შესაძლებლობა მისცა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, გამონაკლისი არც ხსენებული მატჩი იყო და ქართველი ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე იყო. თუმცა, მეორე ნახევარი ნეაპოლურმა კლუბმა 22 წლის ქართველ ვარსკვლავთან ერთად დაიწყო და მან ბოლომდე ითამაშა, მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

კვარაცხელიამ წამყვანი ევროპული პლატფორმების მხრიდან 6.7 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, რაც შეეხება მის დეტალურ სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

ნათამაშები დრო: 45 წუთი

კარში დარტყმა: 1

წარმატებული დრიბლინგი: 1/2

გრძელი პასი: 1

ბურთთან შეხება: 29

პასის სიზუსტე: 16/20 (80%)

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 2/5

მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 1

სხვა სტატიები