ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაშია
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ლიგის ფაზის შეხვედრას გამართავს. პარიზელები შინ ნიუკასლს მიიღებენ და შეეცდებიან ცხრილში რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დაიკავონ. გამარჯვების მოპოვებაში ხვიჩა კვარაცხელია თავის გუნდს პირველივე წუთებიდან დაემხარება.
📋 Notre XI de départ pour ce #PSGNEW 👊#UCL I @easportsfcfr pic.twitter.com/trwucq1qjN
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) January 28, 2026
ამ მომენტისთვის ლუის ენრიკეს გუნდი 13 ქულითაა და მე-6 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა პარიზულმა კლუბმა სპორტინგთან 2:1 დათმო.