Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება მონაკოსთან მატჩში

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრა პსჟ-სა და მონაკოს შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა ორმატჩიან დაპირისპირებაში 5:4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და 66-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

ქართველმა შემტევმა Sofascore-სგან 7,6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ დეზირე დუესა და ვიტინიას ჩამორჩა.

ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 91-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, 15-დან 8 დუელი მოიგო და 64-დან 57 ზუსტი გადაცემა გააკეთა (89%).

8 ქულით (ყველაზე მაღალი მატჩში) შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashscore-მა, 7,8-ით კი - Whoscored-მა.

პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლონდონის ჩელსის ან კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები