Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა სელტასთან მატჩში?

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" ზედიზედ ორი მოუგებელი მატჩის შემდეგ "სელტა ვიგოსთან" სტუმრად გამარჯვება (2:1) მოახერხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ქართველმა მეკარემ ტრადიციულად ძირითადი შემადგენლობიდან და სრულად ითამაშა, 5 მოგერიებით ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც გახლდათ და სოლიდური თამაშის ჩატარება შეძლო.

მამარდაშვილმა 7.6 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა და მოედანზე მყოფ 30 ფეხბურთელს შორის ეს მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო - 7.9 ქულით შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება დიმიტრი ფულკიეს ჰქონდა.

რაც შეეხება 22 წლის ქართველი კარის დარაჯის დეტალურ სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

ნათამაშები დრო: 90

პოტენციურად არიდებული გოლების რაოდენობა: 0.8

შორეული დარტყმის მოგერიება: 2

მაღალი ბურთის მოპოვება: 3

საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ბურთის მოგერიება: 3

ბურთთან შეხება: 32

პასის სიზუსტე: 9/21 (34%)

გრძელი პასი: 9/21

გადარჩენა: (2)

ამ გამარჯვების შემდეგ "ვალენსიას" 37 ქულა აქვს და მე-14 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში კი 21 მაისს, მადრიდის "რეალთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები