ალექსანდერ ისაკი: "ფანტასტიკური გრძნობა გვაქვს: მე გავიტანე, გუნდმა კი მოიგო"
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის ახალწვეული, ცენტრალური ფორვარდი, ალექსანდერ ისაკი ნავსის გატეხვის, მშრალი სერიიდან გამოსვლის და ლივერპულის შემადგენლობაში, ინგლისის პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ საუბრობს.
"ვიცი, რომ გოლი დიდი ხნის წინ მქონდა გატანილი და ვცდილობდი საუკეთესო ფორმაში დაბრუნებას. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, მაგრამ მიხარია, რომ გოლი გავიტანე.
ვესტ ჰემთან მატჩის შემდეგ ფანტასტიკური გრძნობა გვაქვს: ჩვენ მოვიგეთ თამაში. ეს გუნდის განწყობის ასამაღლებლად საუკეთესო გზაა. რა თქმა უნდა, მე ფორვარდი ვარ და ამიტომ გოლები ყოველთვის მეხმარება.
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამარჯვება და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ვფოკუსირდეთ და გავაგრძელოთ შრომა, რათა შევინარჩუნოთ ეს სულისკვეთება", - ამბობს ალექსანდერ ისაკი.
შვედი ფორვარდის და კოდი გაკპოს გოლებით მერსისაიდელებმა ვესტ ჰემს სტუმრად (2:0) აჯობეს და პრემიერ ლიგაში წარუმატებელი მატჩების სერია შეწყვიტეს.
გიორგი მამარდაშვილის გუნდი 13 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს და შემდეგი მატჩი 3 დეკემბერს, სანდერლენდთან უნდა გამართოს.