ლივერპული მამარდაშვილის შემცვლელს ეძებს
ლივერპული სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შემადგენლობის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს. მერსისაიდელები ახალ მოთამაშეებს რამდენიმე პოზიციაზე ეძებენ. ერთ-ერთი კი, მეკარის პოზიციაა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი გიორგი მამარდაშვილის შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა. ქართველმა მეკარემ, გასული სეზონიდან მოყოლებული, ალისონ ბეკერის ტრამვების გამო, 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ლივერპულში ეჭვი გაჩნდა, არის თუ არა ქართველი ფეხბურთელი, ლივერპულისთვის გრძელვადიანი გამოსავალი.
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, ამ სიახლეების ფონზე, მამარდაშვილს, ნოტინგემ ფორესტის სახით, ახალი მსურველი გამოუჩნდა. ლივერპულელთა მთავარ მწვრთნელს, ანდონი ირაოლას მიაჩნია, რომ კლუბს ისეთი მეკარე ჭირდება, რომელიც ალისონის არყოფნაში მისი სრულფასოვანი შემცვლელი იქნება. ასეთ ვარიანტად, ლივერპული გენკის ახალგაზრდა მეკარეს, ლუკა ბრიუგმანს მიიჩნევს. 18 წლის კარის დარაჯმა, გენკის ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ 15 მატჩში, კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრიუგმანით მიუნხენის ბაიერნიცაა დაინტერესებული.
ჯერჯერობით, რაიმეს დაზუსტებით თქმა ძნელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. მერსისაიდულ კლუბში, მეკარის ტრანსფერის შემთხვევაში, არსებობს იმის პოტენციური შანსი, რომ ქართველი კიპერი პრემიერ ლიგის სხვა კლუბში ვიხილოთ.
🚨🇬🇪 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆 | Nottingham Forest want to sign Giorgi Mamardashvili (25) from Liverpool, reports @MatteMoretto. 🧤✅ pic.twitter.com/NVxbT3zSn6
— EuroFoot (@eurofootcom) August 30, 2026