Belive

ოფიციალურად | ბრედლი ბარკოლა ლივერპულის ფეხბურთელია

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლივერპულმა ცოტა ხნის წინ, ბრედლი ბარკოლას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. სატრანსფერო ფანჯრის პირობებში, ფრანგი ფეხბურთელის გარშემო, მერსისაიდული კლუბი ძალიან აქტიურობდა. საბოლოოდ კი, "წითლებისთვის" შეტევით ხაზში, 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი, მნიშვნელოვანი დანამატია, განსაკუთრებით მოჰამედ სალაჰის გუნდიდან წასვლისა და უგო ეკიტიკეს ტრამვის ფონზე.

საბოლოო გარიგებას, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები უძღოდა წინ. პსჟ, თავდაპირველად, ბარკოლას სანაცვლოდ, დაახლოებით 145 მილიონ ფუნტს ითხოვდა, თუმცა მხარეებმა, 123 მილიონი ფუნტის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს.

ფრანგმა ფეხბურთელმა სამედიცნიო შემოწმების გავლისა და ტრანსფერის ყველა დეტალის დასრულების შემდეგ, ლივერპულთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბარკოლა მერსისადიელთა რიგებში 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მან Liverpool.com-თან საუბრისას განაცხადა:

ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ლივერპულის ღირსებას დავიცავ. ამას დიდი დრო დაჭირდა, მაგრამ ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლივერპულის ფეხბურთელი გავხდი. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - მოედანზე გავიდე და ვითამაშო.

იმედი მაქვს, ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევ. პირველ რიგში, პრემიერ ლიგის მოგება მინდა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა. მსურს, ეს ოცნება ავიხდინო და ამ გუნდში დიდი ხნით დავრჩე. სწორედ ამიტომ გავაფორმე გრძელვადიანი კონტრაქტი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს შევძლებ. - ბრედლი ბარკოლა

ბარკოლა უნივერსალური ფეხბურთელია და შეტევაში ნებისმიერ ხაზზე შეუძლია თამაში. პსჟ-ში არსებული უდიდესი კონკურენციის გამო, ფრანგს საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ახალ კი, ის ძირითადის ფეხბურთელად განიხილება. პსჟ-ში მან ჯამში, 152 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 39 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ლივერპული პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს, სტუმრად, იფსვიჩთან ჩაატარებს. უდიდესი ალბათობით, ბარკოლას დებიუტი სწორედ ამ თამაშში შედგება.

სხვა სტატიები