Belive

რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა დიუნკერკთან მატჩში?

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში ,,ბორდომ'' ,,დიუნკერკს'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 7.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მატჩში მხოლოდ თანაგუნდელ ჟან ვიპოტნიკს ჩამორჩა.

დავითაშვილმა, რომელიც ბურთს სულ 51-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა (კარში 3-ჯერ), 31-დან 24 სწორი გადაცემა გააკეთა (77%) და 13-დან 5 დუელი მოიგო.

34 ტურის შემდეგ, ,,ბორდოს'' 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა. ზურიკოს გუნდი მომავალ შეხვედრას 27 აპრილს, ,,ლავალის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები