"თუ ნაპოლი დენ ნდოიეს იყიდის, ბოლონია ზურიკო დავითაშვილს გაიფორმებს" - Il Resto del Carlino
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სენტ ეტიენის ქართველი ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის შეძენით ბოლონია ინტერესდება, ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Resto del Carlino ავრცელებს. იტალიის სერია A-ს გუნდი 24 წლის ქართველს იმ შემთხვევაში გაიფორმებს თუ დენ ნდოიე გუნდს დატოვებს.
წყაროს ცნობით ნაპოლი აქტიურად მუშაობს შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე, ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში კი ბოლონია შეეცდება ზურიკო დავითაშვილის შეძენას, ეს ვარიანტი როსობლუს მამუკა ჯუღელმა შესთავაზა.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ერთი რამ ცოტა ხნის წინ გამჟღავნდა, რომ დენ ნდოიეს სანაცვლოდ ბოლონია 45 მილიონ ევროს ითხოვს, ამ რაოდენობის თანხის გადახდას კი ნაპოლი არ აპირებს.
ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენში 2024 წლიდან ირიცხება და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.