ზურიკო დავითაშვილი კლერმონთან მატჩს გამოტოვებს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ზურიკო დავითაშვილი, ლიგა 2-ის მეხუთე ტურში, სენტ-ეტიენს ვერ დაეეხმარება - ქართველი ფეხბურთელი კლერმონთან მატჩის განაცხადში არაა.
სანაკრებო შესვენების შემდეგ, სადაც ზურიკო შესანიშნავად გამოიყურებოდა ( გოლი თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ და საგოლე გადაცემა ბულგარეთთან), როგორც ჩანს, მცირე ტრავმის გამო, ვარჯიშს ვერ დაუბრუნდა. ფრანგული გამოცემა LA MONTAGNE წერს, რომ დავითაშვილი ვარჯიშს 3-4 დღეში დაიწყებს. სენტ-ეტიენს ამ სანაკრებო პაუზამ პრობლემები შეუქმნა და მათ კიდევ დააკლდებათ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი.
ლიგა 2-ის მეხუთე ტურში, კლერმონი სენტ-ეტიენს 13 სექტემბერს, 22:00 საათზე უმასპინძლებს.
👥 Les 18 Verts convoqués pour #CF63ASSE, ce samedi (20h) !
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) September 12, 2025
À demain du côté du stade Gabriel-Montpied ! 👊💚 pic.twitter.com/s88rZsG4qg