Belive

რა მოხდა ბერნარდუსა და როდრის შორის? - ესპანელმა ბოდიში მოიხადა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთი ითამაშებს - პორტუგალიის ნაკრებთან საკმაოდ დაძაბული შეხვედრის დამატებულ წუთებზე, ერთადერთი გოლი მიკელ მერინომ გაიტანა (1:0). დარჩენილ 6 წუთში პორტუგალიას (ბერნარდუ სილვას) მაინც მიეცა გათანაბრების შანსი, ბერნარდუს თავური მცირე მანძილით ასცდა უნაი სიმონის კარს. ამ ეპიზოდს ყოფილ თანაგუნდელებს შორის კონფლიქტი მოჰყვა, თუმცა სატელევიზიო ეთერში მიზეზი არ გამოჩნდა - მოედანზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ იმედგაცრუებულ სილვას როდრი თავზე დაადგა და სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღნიშნა პორტუგალიელის გაცუდებული უკანასკნელი შანსი.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება. კვლავ რჩება ჩვენი თამაშის გარკვეული ასპექტები, რომელთა გაუმჯობესებაც შეგვიძლია.

მიმაჩნია, რომ კონკრეტულ სიტუაციებში მეტი სათამაშო მოქნილობის ჩვენება გვმართებს. გარდა ამისა, გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავისუფალ სივრცეებს შესანიშნავად უტევენ, რაც მეტოქისთვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მიყენების შესაძლებლობას გვაძლევს. ამ ყოველივეს დეტალურ ანალიზზე სამწვრთნელო შტაბი იზრუნებს.

რაც შეეხება ბერნარდუს საკითხს, ვფიქრობ, ეს ადრეც აღვნიშნე: მე შეცდომა დავუშვი. მე მომენტი ზუსტად იმავე ადგილზე აღვნიშნე, სადაც მანამდე მან საგოლე შანსი ხელიდან გაუშვა.

მის მიმართ ბოდიში დაუყოვნებლივ მოვიხადე და ამით ყველაფერი დასრულდა. ჩვენ შორის არსებული ურთიერთნდობის გათვალისწინებით, ეს საკითხი იქვე ამოიწურა. - განცხადა როდრიმ მატჩის შემდეგ

მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, ესპანეთის ნაკრები ბელგიას შეხვდება - რუდი გარსიას გუნდმა, მასპინძელი ამერიკა ძალიან მარტივად, 1:4 დაამარცხა.

სხვა სტატიები