ენტონი გორდონი: "წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეუძლიათ ბურთის ასე კონტროლი"
ენტონი გორდონმა, ესპანეთის წინააღმდეგ ინგლისის ნაკრების ასპარეზობა შეაფასა. ერთა ლიგის სასტარტო მატჩში „სამი ლომი“ ლამინე იამალის მიერ მეორე წუთზე გატანილი გოლით ჩამორჩა, თუმცა გორდონმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.
მოგვიანებით ჰარი კეინმა ინგლისელები დააწინაურა, თუმცა მის მიერ გაფუჭებულმა პენალტმა მასპინძლებს ხელიდან გააშვებინა შანსი, უპირატესობა ორ ბურთამდე (3:1) გაეზარდათ. ამის შემდეგ ალექს ბაენამ მორიგი დაკარგვით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მიკელ ოიარსაბალმა „ლა როხას“ გამარჯვების გოლი გაიტანა.
კარგი თამაში იყო - ისეთი, რომელსაც, ჩემი აზრით, სრულად ვაკონტროლებდით. თამაშის გარდამტეხი მომენტი პენალტი აღმოჩნდა: გატანის შემთხვევაში ბევრად უკეთეს პოზიციაში ვიქნებოდით, თუმცა ჰარის დარტყმისას ფეხი დაუცდა. ასეთ ეპიზოდებში უბრალოდ უძლური ხარ.
ხელიდან გაშვებული შანსის შეგრძნება მრჩება. შეხვედრა მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა, ორივე გუნდის შეტევითი ფეხბურთი უმაღლეს დონეზე იყო. მაგრამ ასეთ თამაშებში ყველაფერს შეცდომები წყვეტს.
ყოველთვის გრჩება შთაბეჭდილება, რომ გამარჯვება მეტოქეს თავად აჩუქე და არა მათ მოიპოვეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე მხარეზე შეიძლება იმავეს თქმა: ისინიც ისევე კარგად გამოიყურებოდნენ, როგორც ჩვენ. უბრალოდ, დაშვებული შეცდომების გამო გული მწყდება.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ხდება ეს, თუმცა ბურთის კონტროლს, რასაც ისინი წინ გასვლის შემდეგ მიმართავენ, უბრალოდ საოცარი და მსოფლიოში საუკეთესოა. - განაცხადა ენტონი გორდონმა
🚨🚨 Anthony GORDON 🏴 sur le jeu à l’Espagnol 🇪🇸 :
— Actu Foot (@ActuFoot_) September 26, 2026
« Je ne sais pas ce que c'est, mais la manière dont ils contrôlent le ballon quand ils mènent est LA MEILLEURE DU MONDE ! » 🤩
🎥 @mundodeportivo pic.twitter.com/U7kXU8fHG3
ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე ჯგუფში, საკუთარი შეხვედრები ესპანეთმა და ხორვატიამ, შესაბამისად, ინგლისისა და ჩეხეთის წინააღმდეგ მოიგეს.