მსოფლიო ჩემპიონებმა ინგლისს 'უემბლიზე' მოუგეს
ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე ჯგუფში, ინგლისმა და ესპანეთმა პირველი მატჩი ჩაატარეს. 'უემბლიზე' გამართულ ბრწყინვალე შეხვედრაში, გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონებს დარჩათ (2:3).
უკვე მეორე წუთზე, ანგარიში ლამინე იამალმა გახსნა. ამის შემდეგ უპირატესობას ესპანეთი ფლობდა და კიდევ შეეძლოთ გოლების გატანა (ფერან ტორესმა მეკარესთან ერთი-ერთზე გააფუჭა), თუმცა პირველი ტაიმის შუა მონაკვეთიდან ინიციატივა ინგლისმა გადაიბარა და მინი 'შემობრუნება' შემოგვთავაზა - ჯერ გორდონმა გაათანაბრა ანგარიში, მე-40 წუთზე კი ჰარი კეინმა გაიყვანა წინ მასპინძლები.
მატჩის გარდამტეხი მომენტი 54-ე წუთზე იყო - ჰარი კეინმა პენალტი ხარიხას გაარტყა და ეს ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა ინგლისელებისთვის - შეცვლაზე შემოსულმა ბაენამ და ოიარსაბალმა ერთმანეთის მიყოლებით გაუტანეს ინგლისს და საბოლოოდ გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონებს დარჩათ.
ამავე ჯგუფში ხორვატიამ ჩეხეთი დაამარცხა (1:2) და ჯგუფის პირველ/მეოორე ადგილებზე სწორედ ესპანელები და ხორვატები არიან.