Belive

ენტონი გორდონი: "ჩვენ ინგლისელები ვართ და ესპანეთს არ უნდა მივბაძოთ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელმა, ენტონი გორდონმა, განაცხადა, რომ მატჩის კონტროლი ინგლისური ფეხბურთისთვის არადამახასიათებელია. 25 წლის ფეხბურთელის თქმით, "სამ ლომს" დიდი ტურნირების მოგება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ისინი "ფურია როხას" სათამაშო სტილს აღარ გაიმეორებენ.

ინგლისი, ერთა ლიგაზე, ესპანეთთან შეხვედრისთვის ემზადება. "სამა ლომმა", ნახევარფინალში, არგენტინასთან 2:1 წააგო. შემდეგ კი, მესამე ადგილისთვის მატჩში, საფრანგეთს 6:4 სძლია. ამ გამარჯვებით, ინგლისმა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

არგენტინასთან მარცხის შემდეგ, ფეხბურთის ბევრი კრიტიკოსი ინგლისის სათამაშო სტილით უკმაყოფილო დარჩა. მატჩის დროს, ტომას ტუხელმა, ენტონი გორდონი შეცვალა რის შემდეგაც, გუნდი მთლიანად დაცვით თამაშზე გადაერთო და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა. ბარსელონას ვარსკვლავმა, BBC-თან საუბრისას განაცხადა:

ჩვენ, სათამაშო სტილით, სხვა ნაკრებებს არ უნდა მივბაძოთ. ინგლისელები ვართ და ჩვენი ძლიერი მხარეები გვაქვს. აქედან გამომდინარე, ზუსტად ისე უნდა ვითამშოთ, როგორც შეგვეფერება და ყურადღება საკუთარ შესაძლებლობებზე გავამახვილოთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ესპანეთის კოპირებას ვცდილობთ. ეს ჩვენ გენებში არა არის. მე ესპანეთში ვთამაშობ და ვიცი, თუ როგორ თამაშს ანიჭებენ ისინი უპირატესობას. ეს ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავდება. - ენტონი გორდონი

ინგლისის ნაკრები ერთა ლიგისთვის ემზადება. მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი, მუნდიალის მოქმედ გამარჯვებულს, 26 სექტემბერს შეხვდება.

სხვა სტატიები